უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვით მოუწოდა პარტნიორებს, გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შეიარაღება.
„ჩვენს პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მივიღოთ დამატებითი საჰაერო სისტემები, რომლებიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ჩვენს ოდესაში, სხვა ქალაქებში და მთლიანად ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.