უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაურის ალექსანდრე სირსკის განცხადებით, ქალაქ ბახმუტში რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინელებმა ნახევრად ალყაში მოაქციეს.
“ახლა ყველა პირობაა შექმნილი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის დასაბრუნებლად კიევის კონტროლის ქვეშ, რუსი დამპყრობლები ნახევრად ალყაში არიან. ახლა უკრაინელი ჯარისკაცები გადავიდნენ აქტიურ კონტრშეტევაზე, რათა გაეუმჯობესებინათ ტაქტიკური პოზიცია და ბახმუტის დაფარვა ფლანგებიდან და ამით შექმნან პირობები მის ალყაში მოქცევისთვის” – აღნიშნა ალექსანდრე სირსკიმ.