ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევზე თავდასხმა განახორციელეს – არის მსხვერპლი

მიკოლაევის მერის ალექსანდრ სენკევიჩის განცხადებით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ მიკოლაევზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.

მერის თქმით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა უცნობია. ამავდროულად 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 5 ბავშვია.

“ერთ-ერთ მისამართზე არის უზარმაზარი კრატერი 3-სართულიან საცხოვრებელ შენობასთან ახლოს. ცეცხლი ძალიან სერიოზულია. გარშემო ბევრი დაზიანებული სახლია. სხვა მისამართზე რამდენიმე ავტოფარეხია ცეცხლშია. მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ” – აღნიშნა ალექსანდრ სენკევიჩმა.

იტვირთბა....