დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
“გუშინ, დღის განმავლობაში, რუსმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის 3 მცხოვრები მოკლეს. ამასთან, დაშავებულია 4 ადამიანი” – აღნიშნა პაველ კირილენკომ.