უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსმა საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
“წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან ორი S-300 რაკეტა იქნა გასროლილი” – აღნიშნულია განცხადებაში.