რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსმა საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის რეგიონზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 1 კი დაშავდა.
“მტერი ხარკოვის ოლქის მშვიდობიან მოსახლეობის ტერორს აგრძელებს. რუსებმა დაბომბეს კუპიანსკის რაიონის სოფელი კოლოდიანზე. სამწუხაროდ, დაიღუპა 33 წლის კაცი” – აღნიშნა ოლეგ სინეგუბოვიმ.