ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ ლისზე, ცეცხლი წაუკიდეს 7-8 მარტს მოძალადეებმა – კობახიძე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხდადებით, 7-9 მარტის აქციების დროს ვანდალიზმის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 8 ივლისს ლისზე მაგის ნახევარიც არ მომხდარა.

“ჯერ ქრონოლოგიურად უწევს 7-8 მარტის ძალადობას გამოძიება. ჯერ უნდა იყოს გამოძიებული 7-8 მარტის ძალადობა სათანადოდ, საჭიროა შესაბამისი ადამიანების ბოლომდე პასუხისგებაში მიცემა და ამის მერე მოვა, ალბათ, დრო, გამოძიებულ იქნეს ლისზე მომხდარი მოვლენები.

7-8 მარტს იყო უამრავი ფაქტი, მათ შორის, ადამიანებზე ძალადობის ფაქტი. ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ ლისზე, ცეცხლი წაუკიდეს 7-8 მარტს მოძალადეებმა, ვანდალიზმის იყო ათასნაირი, რუსთაველი ლამის გადაწვეს, რუსთაველის თეატრს მიაწერეს ათასი სიბინძურე. ამის ნახევარიც კი არ მომხდარა ლისზე” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....