ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე იაკობის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ელჩის დათხოვნა ქართველი ერისთვის დიდი შეურაცხყოფა იყო.
“უკრაინის დღევანდელმა პრეზიდენტმა ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, როდესაც ჩვენი ელჩი, ფაქტობრივად, დაითხოვა უკრაინიდან. მანამდე საქართველოდანაც გაიწვია ელჩი. ზელენსკისგან ეს არ გამიკვირდა. ის არის უკრაინის პრეზიდენტი და ცდილობს, რომ უკრაინა უფრო წარმატებული იყოს, უფრო ძლიერი. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათ, ვინც ხელისუფლებაში არ არის და მოსვლა უნდათ, ბევრმა სწორი დასკვნა გააკეთა, არ მოიწონა.
ერი რომ ომშია და იმ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, გევალება, რომ პირველ რიგში კაცობა გქონდეს, ძლიერი კაცი უნდა იყო, პატარა კაცი არ უნდა იყო. რა გინდა ჩვენი ქვეყნისგან?! პოროშენკოდან დაწყებული, 2015 წლიდან წაიყვანეს ჩვენები, “მაიდნის” შემდეგ ყველა იქ ჰყავთ. მიშაც წაიყვანეს, წავიდა, ვინმე რამეს დავუშავებდით აქ რომ ყოფილიყო?! – არ მგონია, ვინმეს რაიმე დაეშავებინა.
წავიდა და შემდეგ ბანდეროლი გამოგვიგზავნეს, ვაი-უშველებელი ატეხეს, გეგონება ადამიანზე ზრუნავენ. არ ვფიქრობ, რომ ადამიანზე ზრუნავენ” – აღნიშნა მეუფე იაკობმა.