ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უნდა მოვუსმინოთ რუსი ლიდერების რეაქციებს ამ მარიონეტული მთავრობის ყველა გადაწყვეტილებაზე”- სალომე ზურაბიშვილი

უნდა მოვუსმინოთ რუსი ლიდერების რეაქციებს ამ მარიონეტული მთავრობის ყველა გადაწყვეტილებაზე – ასე პასუხობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი პანელური დისკუსიის მოდერატორის კითხვას, რომ ქვეყანას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და შესაძლოა იყოს მოსაზრებები, რომ ისინი [ოცნება] არ არიან რუსეთის მარიონეტები.

“ყველაფერი კულისებში ხდება…შეიძლება ბევრად უფრო   ძლიერი კავშირები იყოს კულისებში, ვიდრე ფორმალურ შემთხვევაში. გვაქვს მაგალითად ბევრად მეტი პირდაპირი ფრენა რუსეთში, ვიდრე ევროპაში და ვაჭრობა, რომელიც შემცირების გზაზე იყო და ევროკავშირი ხდებოდა ჩვენი პირველი პარტნიორი და თურქეთი. ეს ყველაფერი იცვლება რუსეთის სასარგებლოდ. ჩვენ გახლავართ ოფიციალურად სანქცირების გარემოცვაში ზოგიერთ პროდუქტთან დაკავშირებით, რომელთა იდენტიფიცირება მოხდა და რომლებიც ემსახურება პირდაპირ რუსეთის რეჟიმს, ასე რომ, ეს არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ნეიტრალიტეტი…

საელჩოს გახსნა არ არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებმა დაინახონ, რაც შეიძლება, რომ მოხდეს, რაც გახლავთ, დე ფაქტო პრეზიდენტი ვთქვათ, რომ წავიდეს 9 მაისს მოსკოვში, რაც შესაძლოა მოხდეს ხომ? ეს რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაზრდის წინააღმდეგობას. ეს არის უკვე შეგრძნება და განცდა და სწორედ ამიტომ არის ეს წინააღმდეგობა, საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში გადის მასიურად” ამბობს სალომე ზურაბიშვილი. [სინქრონული თარგმანი]

იტვირთბა....