რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ნატო-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესაძლო გაზრდის საკითხზე წერს.
მედვედევის თქმით, ეს მესამე მსოფლიო ომს აახლოებს.
„სრულიად გიჟური დასავლეთი სხვა ვერაფერს მოიფიქრებდა. ფაქტობრივად, ეს ჩიხია. მესამე მსოფლიო ომი უფრო ახლოვდება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის, ყველაფერი აშკარაა. სპეცოპერაცია იმავე მიზნებით გაგრძელდება“, – აღნიშნავს მედვედევი ტელეგრამ-ზე.
შეგახსენებთ, 11-12 ივლისს ვილნიუსში ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს. ალიანსის წევრები უკრაინის მხარდაჭერის გაზრდაზე საუბრობდნენ.