ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქი ხერსონზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
“გასულ დღეს მტერმა 52 თავდასხმა განახორციელა 297 ჭურვი ისროლეს ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან” – აღნიშნა ალექსანდრ პროკუდინიმ.