კახეთში ცოლის მკვლელობის ბრალდებით 81 წლის კაცი დააკავეს – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამაკაცმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ცოლს – 1953 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს სანადირო თოფით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო” – წერია განცხადებაში.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.