ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ორეხოვოზე საჰაერო იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იური მალაშკოს განცხადებით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ორეხოვოზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.

“რაშისტებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს ფრონტის ხაზზე ორეხოვოში – საცხოვრებელ ზონას მართვადი ბომბი მოხვდა. ადგილზე დაიღუპა ოთხი ადამიანი, 3 ქალი და 1 კაცი. ორეხოვოს კიდევ 11 მცხოვრები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს” – აღნიშნა იური მალაშკომ.

იტვირთბა....