ახალი ამბები მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის კვირას აღნიშნავს

დღეს ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს-  სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საღმრთო ლიტურგიას დღეს, ათ საათზე   სამების საკათედრო ტაძარში დაიწყო.

კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. დიდმარხვის წინა დღეს, ეკლესიის სწავლებით, საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

პატრიარქი შენდობის წესის შესრულებას სავარაუდოდ, საღამოს 7 საათზე დაიწყებს. ამის შესახებ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი თავად განაცხადებს.
წელს დიდმარხვა 14 მარტიდან დაიწყება და 1 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

იტვირთბა....