რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ლვოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მაშველებმა 64 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს, თუმცა ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, კვლავ რჩებოდნენ მოქალაქეები, ამიტომ სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.