ახალი ამბები მთავარი სამართალი

იმედი მაქვს, ბიზნესი თუ კერძო პირები, ვიდეომასალებს გადასცემენ დაზარალებულსაც – ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ემხაურება და წერს:

“მიშა მშვილდაძეს, როგორც ვიცი, აქვს დაზარალებულის სტატუსი, ამიტომ მას უნდა ჰქონდეს წვდომა გამოძიებაში არსებულ მასალებზე და შესაბამისად, გამოძიება ვალდებულია, რომ მიაწოდოს, არსებობს თუ არა ესა თუ ის მტკიცებულება ამოღებული. ასევე, ვფიქრობ, რომ უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის პოზიციებიც, თუკი არსებობს იმ პერიმეტრზე დამატებითი სხვა ვიდეო მტკიცებულებები, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა იყოს დროულად ამოღებული.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, კერძო პირების თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების თანამშრომლობა გამოძიებასთან და დაზარალებულ მხარესთანაც, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, ეს არ არის ერთ მოქალაქეზე პირადი ანგარიშსწორება, ეს შემთხვევა იყო ამ ქვეყანაში აზრისა და გამოხატვის გამო, ჟურნალისტის დევნის, ფიზიკური ანგარიშსწორების. მე იმედი მაქვს, რომ კორპორაციები იქნება ეს, ბიზნესი, თუ კერძო პირები, გამოიჩენენ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ვიდეო სათვალთვალო მასალებს გადასცემენ დაზარალებულსაც და გამოძიებასაც”, – განაცხადა ლომჯარიამ.

იტვირთბა....