ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ევროპა და ევროპული სტანდარტი მხოლოდ და მხოლოდ დაეთანხმება ახალ არჩევნებს”-ნიკა გვარამია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სტრასბურგში იმყოფება და ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას აწვდის.

“დანამდვილებით ყველაზე მძიმე რეზოლუციაა, რაც კი ევროპარლამენტს მიუღია და სხვათა შორის არის ევროპარლამენტის აღმასრულებელი შტოს მიმართ საკმაოდ მომთხოვნი. ის, რომ ან ბრჭყალებშია ჩასმული ან საერთოდ გამოტოვებულია და დაწერილია სახელები და გვარები, ან ე.წ. პრემიერი და ასე შემდეგ და მკაფიოდ ხაზგასმულია, რომ ეს უნდა გაგრძელდეს და აღიარება არ უნდა მოხდეს ტერმინოლოგიურ დონეზეც კი, კრიზისიდან გამოსავლად, და წერენ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ კონსტიტუციურ კრიზისსაც, რაც ხაზს უსვამს ხელისუფლების მითვისების საკითხს “ქართული ოცნების” მხრიდან, საუბარია იმაზე, რომ ამის დასაძლევად ევროპა და ევროპული სტანდარტი მხოლოდ და მხოლოდ დაეთანხმება ახალ არჩევნებს”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იტვირთბა....