ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისის სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბ “მართვეს” მწვრთნელის მხრიდან, 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბ “მართვეს” მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან, 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ – ინფორმაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ავრცელებს.

მათივე ცნობით, მწვრთნელს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

“ეს წუთია ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა პრეცედენტული გადაწყვეტილება და სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბის “მართვე” და მწვრთნელის პაატა დოგრაშვილის მხრიდან, 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ.

ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებლად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება”, – წერს ორგანიზაცია

იტვირთბა....