უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინის მთავარი ამოცანა რუსული არმიის განადგურებაა, რის გამოც უკრაინელი სამხედროები რუსული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობენ.
“უკრაინის ჯარისთვის ნომერ პირველი ამოცანა რუსული არმიის ცოცხალი ძალის, ტექნიკის, საწვავის, საწყობების, საბრძოლო კომპლექტების, სამეთაურო პუნქტების, არტილერიისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განადგურებაა” – აღნიშნა ოლექსი დანილოვიმ.