“ოცნების” ქალი დეპუტატების არმოსვლა, კიდევ ერთი დემარშია საქართველოს საგარეო ვექტორის წინააღმდეგ – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
“ამ მოცემულობაში ქართული ოცნების არყოფნა არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, როდესაც მათ დატოვეს ევროპული სოციალისტების პარტია და აღარ დაიტოვეს ფაქტობრივად მეგობარი და როდესაც ისინი ბოიკოტს უცხადებენ ერთის მხრივ აშშ-ს ელჩს და მიღებაზე არ მიდიან, ახლა უკვე პრეზიდენტს. ეს კიდევ ერთი დემარშია საქართველოს საგარეო ვექტორის წინააღმდეგ”. – ამბობს თეონა აქუბარდია.

