ხელისუფლებას საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს – ასე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კასპში მომხდარ ანგარიშწორებას.
“ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ მანამდეც ვნახეთ მთელი რიგი შემთხვევები ძალადობის, რომელიც იყო მიმართული ხან ოპოზიციის წარმომადგენლების, ხან მედიის, ხან სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. ეს არის ერთგავრი ჯაჭვი, რომელსაც ასაზრდოებს სწორედ ხელისუფლების მხრიდან წამოსული ძალადობა და რიტორიკა, რომელიც არის აგრესიული. ასევე ის, რომ ქვეყანაში აფქტობრივად არ ხდება ასეთ პრობლემებზე რეაგირება. პრაქტიკულად, სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს ხელისუფლებას, ანუ ისინი არ აფასებენ, რა საშიშია ქვეყნისთვის მსგავსი ქმედებები”. – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

