ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ პუტინი აფხაზეთში მიიწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია РИА Новости ავრცელებს.
“საუბრის დროს აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხები განიხილეს. თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ მხარი დაუჭირა რუსეთის ხელმძღვანელობის მოქმედებებს, რომლებიც ქვეყანაში კანონიერებასა და საკონსტიტუციო წესრიგის, მოქალაქეთა უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე იყო მიმართული” – წერია განცხადებაში.

