“ოცნების” აგრესიული ორკები “მთავარი არხის” ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს დაუპირისპირდნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს, დაემუქრნენ და აგინეს. სცადეს ფიზიკური შეურაცხყოფაც.
როგორც ცნობილია,მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმოდნენ, სიპები, აიპები, საკრებულოსა და მერიის ის თანამშრომლები, რომლებიც ოპოზიციის არაერთ კონტრაქციაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ცოცხების აქციაზე.
მომხდარს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრში” გამოეხმაურნენ:
“სახეზე გვაქვს არა წახალისება, არამედ პირიქით, ორგანიზება სახელმწიფოსთან დაკავშირებული ადამიანებისა და პიროვნებების მიერ. განსაკუთრებით ეს იკვეთება მაშინ, როცა ადგილზე მყოფი პოლიციელები უყურებდნენ, თუ როგორ ძალადობდნენ არა მხოლოდ ჟურნალისტებზე, არამედ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე და ისინი არაფერს აკეთებდნენ ამის აღსაკვეთად. სამართლებრივ სახელმწიფოში, აუცილებელია გამოძიება დაიწყოს პროკურატურამ და შემდეგ უკვე თუ გამოიკვეთება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე საქმეები და ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლასთან დაკავშირებით, უკვე ის უნდა გადაეცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს”, – თქვა ლექსო მერებაშვილმა.

