ახალი ამბები მთავარი სამართალი

თავდასხმა “ენმ”-ზე – შსს-მ გამოძიება დაიწყო

კასპში, “ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრების დროს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 126-ე (ძალადობა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს მოსახლეობას ხვდებოდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

იტვირთბა....