ახალი ამბები მთავარი სამართალი

კაცს, რომელმაც არასრულწლოვან შვილს მეზობელი ბავშვი აცემინა და ფაქტი ვიდეოზე გადაიღო პროკურატურამ პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, მამაკაცს, რომელიც საკუთარ შვილს მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ უბიძგებდა, პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ბრალდებული საკუთარ შვილს მოზარდის ცემისკენ მოუწოდებდა, ხოლო გასაშველებლად მისულ პირებს დაპირისპირების განეიტრალების შესაძლებლობას არ აძლევდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-წლამდე ითვალისწინებს.

იტვირთბა....