aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყების შეფები საგანგებოდ დაიბარა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების პირველი პირები შეკრიბა და მათ მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიების დავალება მისცა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური დაესწრნენ.

შეგახსენებთ, დღეს ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.

იტვირთბა....