12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულს მოსამართლემ საპროცესო დაუმტკიცა – განაჩენის მიხედვით, კაცი თავის სახლში ამყარებდა სქესობრივ კავშირს 12 წლის მოზარდთან.
მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც “ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით”, – აღნიშნულია განაჩენში, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ მიიღო.
“დამტკიცდეს პროკურორის გ.ტ.-ს და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება,“ – წერს განაჩენში მოსამართლე ციცინო მოსიძე და ციხის მიღმა რჩება სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული – სრულწლოვანი მ.შ.