“ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე ადვოკატთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
სავარაუდოა, რომ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება. დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ მიშა მშვილდაძეს წვდომა ექნება მასზე თავდასხმის საქმის მასალებზე, მათ შორის “კარფურის” კამერის ჩანაწერებზეც.
ასევე უნდა ჩატარდეს თავდამსხმელის ამოცნობის პროცედურაც.
შეგახსენებთ, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს საბურთალოზე დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.