ახალი ამბები მთავარი სამართალი

კაცს, რომელმაც არასრულწლოვან შვილს მეზობელი ბავშვი აცემინა და ფაქტი ვიდეოზე გადაიღო, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალური პროკურატურას განცხადებით, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, მისი არასრულწლოვანი შვილი დაარწმუნა, რომ დაზარალებული ეცემა, ხოლო არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბრალდებული შვილს მითითებებს აძლევდა და გასაშველებლად მისულ პირებს კონფლიქტის განეიტრალების საშუალებას არ აძლევდა.

სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი 27 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....