„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ მედიასთან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ამგვარი მეთოდებით მუშაობა არჩევნების წაგების და ხალხის მხარდაჭერის დაკარგვის წინაპირობაა:
„მე არ ვიცი რა კადრებზეა საუბარი, მაგრამ ერთი ვიცი, ვინც ასეთი ბინძური მეთოდებით მუშაობს, ის აუცილებლად აგებს არჩევნებსაც და ხალხის მორალურ მხარდაჭერასაც“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.