საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე მოითხოვს, რომ ,,რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა დაიცვან პრემიერთან შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმება, დაპირისპირების შეწყვეტის შესახებ. ამის თაობაზე განცხადება გოგი თოფაძემ გადაცემა „არგუმენტების დროში“ გააკეთა. მისი თქმით, თუ „რესპუბლიკელები“ შეთანხმებას არ შეასრულებენ, ბევრ მასალას გამოაქვეყნებს, რომელიც ,,რესპუბლიკელებს“ არ მოეწონებათ:
,,ჩვენ როგორც პრემიერთან შევთანხმდით, შევწყვიტეთ კამათი, მაგრამ უკვე რამდენიმე მაგალითია როცა ისინი აგრძელებენ გამომწვევი განცხადებების კეთებას. მათ შორის ქალბატონი მინისტრიც. ცოტას ალბათ კიდევ მოვითმენთ – ჩვენ არ ვაკეთებთ რეაგირებას პატარ-პატარა კბენებზე, მაგრამ თუ ზღვარს გადავლენ, იმდენ რამეს გავახმოვანებთ და იმდენი მასალა შეიძლება დავდოთ პრესაში და ტელევიზიაში რომ ალბათ არ დარჩებიან კმაყოფილები”, – განაცხადა მრეწველების ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებით კოალიციაში არსებული საკითხები პარტიებმა ისე უნდა გადაწყვიტონ, რომ ამას ფართო საჯარო განხილვა არ მოჰყვეს.