სასამართლომ “მაესტროს” დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა, არ მიეცეს “მაესტროს” ლოგოსა და სახელის გამოყენების უფლება შპს „ტელეკომპანია მაესტროს”, არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ გადაცემა “ბიზნესკონტაქტს” მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ძველი სახელით ახალი ტელევიზიის შექმნაზე, ილია კიკაბიძემ გუშინ განაცხადა. კიკაბიძე ამბობს, რომ “მაესტროს” სავაჭრო ნიშნის მფლობელია. უკვე ცნობილია, რომ ახალი არხი მაუწყებლობას იმავე შენობაში დაიწყებს, რომელშიც “მაესტრო” ფუნქციონირებს. შენობას ტელეკომპანიის მაუწყებლობისთვის ილია კიკაბიძეს მაკა ასათიანი უთმობს.