სტუდენტებიც აცხადებენ, რომ არ სურთ ამ პროცესებში პოლიტიკოსები ჩაერიონ.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტში თვითმმართველობის ყოფილი ერთ-ერთი თავმჯდომარის, გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერად არჩევას სტუდენტები ორი კვირაა აპროტესტებენ. პარალელურად, სტუდენტებმა იმ უშიშროების სამსახურის თანამშრომლების ვინაობა ამხილეს, რომლებიც საუნივერსიტეტო შიდა საქმეებში და კანცლერის არჩევნებში უხეშად ერევიან. ერთ-ერთმა სტუდენტმა კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბათუმში, მის სახლში, სავარაუდოდ ძალოვანი უწყებების ორი თანამშრომელი მივიდა და მასთან ერთად, მისი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.