საზოგადოება

რა არის მამაკაცთა ხშირი სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი საქართველოში

ორგანიზმში მთავარი აორტა მაგისტრალური, მთავარი სისხლძარღვია. გული ტუმბოა, რომელიც სისხლს აორტაში  გადაისვრის. ეს მთავარი სიხლძარღვია, რომელესაც ბევრი განშტოება აქვს და სისხლით ამარაგებს მთელ ორგანიზმს. მთავარ სისხლძარღვს მაღალი ელასტიურობა აქვს, რომელიც დიდ წნევას უძლებს. გარკვეული მიზეზების გამო შესაძლებელია ამ კედლის მთლიანობა დასუსტდეს და აორტის ნაწილი გამოიბურცოს. ეს არის ანევრიზმა. გათხელებული კედელი აორტაზე ნაღმია ორგანიზმში, რომელიც როდის აფეთდება (გასკდება), არავინ იცის. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ანევრიზმის გასკდომა ადამიანისთვის სასიკვდილო განაჩენია.

არსებობს აორტის გათხელების მკურნალობის მეთოდები, რომლის მიხედვითაც შესაძლებლია მისი მთლიანობა არ დაირღვეს. მამაკაცებში მეტია ანევრიზმის და ზოგადად, სისხლძარღვოვანი პათოლოგიების შემთხვევები. ქალებს ესტროგენები იცავთ ამისგან.

ყოველი ასი ათასი ადამიანიდან ეს დაავადება ხუთასს აღენიშნება. საქართველოში მუცლის და გულმკერდის აორტის ანევრიზმებზე წელიწადში ოთხმოცამდე სხვადასხვა ტიპის ჩარევა ხორციელდება. სტატისტიკურად მეტი პროცენტი მამაკაცებზე მოდის.

ანევრიზმას იწვევს სხვადასხვა მიზეზი: მაღალი წნევა, რომელსაც არ მკურნალობენ, გენეტიკური ფაქტორები, ქოლესტერინის ჩალაგება აორტის კედლებში და ვენერიული დაავადებები.

ორმოცდაათი პროცენტი ანევრიზმის გასკდომა სიკვდილით სრულდება. ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა,  მუცლის აორტის ანევრიზმა თუ  ზომაში დიდია, პაციენტს შეიძლება წელის ტკვილი აღენიშნებოდეს, გულმკერდის აორტის ანევრიზმის შემთხვევაში კი- ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი გულმკერდის მიდამოში. ანევრიზმის ზომაზეა დამოკიდებული ის გასკდება თუ არა. თუ ანევრიზმა არ აღემატება 5 სანტიმეტრს, მაშინ მისი გასკდომის ალბათობა 3 პროცენტია. 5 სანტიმეტრის ზემოთ მისი გასკდომის რისკი 25 პროცენტამდე იზრდება. თუ პაციენტს აღენიშნება ანევრიზმა, რომელიც 5 სანტიმეტრზე პატარა ზომისაა, მან ყოველ 6 თვეში უნდა გაიაროს შემოწმება, რადგან ანევრიზმას ზრდა ახასიათებს.

ანევრიზმის მკურნალობა გულისხმობს მისი გამომწვევი მიზეზების დარეგულირებას და მუდმივ შემოწმებას. ქირურგიულ ოპერაციას მიმართავენ 45 მილიმეტრის ზომის ანევრიზმის შემთხვევაშიც.

„დღის შოუ“

იტვირთბა....