კულინარია

ნამდვილი მეგრული ელარჯის რეცეპტის საიდუმლო: ნახეთ და მოამზადეთ მარტივად

მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთი ცნობილი კერძის, ელარჯის მომზადება იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგედგინათ. ელარჯისთვის დაგჭირდებათ ღერღილი, რომელიც კარგად უნდა გარეცხოთ. შემდეგ ქვაბში ჩაასხით წყალი და ჩაყარეთ გარეცხილი ღერღილი. როცა ადუღდება, დაბალ ცეცხლზე დააყენეთ. ერთი საათის განმავლობაში ხარშეთ.  კარგად რომ მოიხარშება, დაუმატეთ სიმინდის ფქვილი და სწრაფად ურიეთ, რომ არ მიიწვას. მასა სქელი, ფაფისმგავარი უნდა გახდეს. შემდეგ დატოვეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40  წუთი.

ამის შემდეგ ყველი (სასურველია სულგუნი) დაჭერით თხელ ნაჭრებად და ჩაყარეთ მომზადებულ ღომში. ყველის რაოდენობას თავად განსაზღვრავთ.  კარგად აურიეთ და კიდევ ერთი წუთის განმავლობაში დატოვეთ დაბალ ცეცხლზე.

ელარჯის ინგრედიენტებია:

ღერღილი   – 1 კგ

სიმინდის ფქვილი  – 1 ჩაის ჭიქა

ყველი

წყალი  – 1 ლიტრა

 

იტვირთბა....