ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არცერთ ვარიანტში არ მოვხსნი კანდიდატურას“: თსუ-ში დაპირისპირება გრძელდება

„არცერთ ვარიანტში არ მოვხსნი კანდიდატურას“ – ამის შესახებ თსუ-ს კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დაახლოებით 3 საათისთვის ამ თემაზე ბრიფინგა გამართავს.

„არცერთ ვარიანტში არ მოვხსნი კანდიდატურას, რადგან მე ვარ ლეგიტიმური კანდიდატი, რომელიც 9 ხმით აირჩია აკადემიურმა საბჭომ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, აქამდე თავს იკავებდა, რათა ზეწოლად არ აღქმულიყო მისი აქტიურობა. ახლა კი თავის შეკავებას არ აპირებს.

იტვირთბა....