ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პან გი მუნი სექსუალურ ძალადობაში მხილებული მშვიდობისმყოფელების დასჯას ითხოვს

გაეროს გენერალურმა მდივნამა უშიშროების საბჭოს წარუდგინა ანგარიში, რომელიც მშვიდობისმყოფელების მხრიდან სექსუალური ძალადობის აღკვეთის ზომებს შეიცავს. შეთავაზებულ ზომებს შორის – გაეროს კონტინგენტის შერჩევის წესის გამკაცრება და გამოძიების ოპერატიულობის გაზრდაა. როგორც პან გი მუნმა განაცხადა, სექსუალურ ძალადობაში მონაწილე მშვიოდბისმყოფელების დაუსჯელობას წერტილი უნდა დაესვას. გაეროში გეგმავენ, რომ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ყველა სამხედროს დე-ენ-ემის რეგისტრაცია მოხდეს, რაც დამნაშავის გამოვლენას შეუწყობს ხელს.

2015 წელს გაერომ მშიდობისმყოფელების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ 69 ბრალდება მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის ანგარიშში. გაეროს სამშვიდობო მისიების მონაწილეებს ძალადობაში 21 ქვეყანაში ადანაშაულებენ. ბრალდებების საერთო რაოდენობის მესამედი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მისიის სამშვიდობოებს ეხება.

გასული წლის დეკემბერში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროები ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ანგარიშის მიხედვით, სკანდალურ საქმეში ფრანგი და ქართველი ჯარისკაცები ფიგურირებდნენ.

ქართველი სამხედროების შესაძლო დანაშაულს ქართული მხარეც იძიებს.

ამასთანავე, გენერალური მდივანი შესაძლოა საქართველოში ჩამოვიდეს.

“უწყება მაღალი დონის რამდენიმე ვიზიტზე მუშაობს, რომელთა შორის არის გაერო-ს გენერალური მდივნის ვიზიტიც”, – განუცხადეს “მეტრონომს” საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იტვირთბა....