ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

მიზეზი თუ რატომ გამყარდა ლარი

ეროვნული ვალუტა ბოლო დღეების განმავლობაში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მყარდება. დღეს ერთი დოლარის ფასი 2.44 ლარზე ჩამოვიდა. რა ფაქტორები განაპირობებს ლარის გამყარებას და მოსალოდნელია თუ არა ვალუტის კურსის კიდევ უფრო დასტაბილურება?

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ლარის გამყარების მიზეზებზე სოციალურ ქსელში წერს.

“ბიჯეტში მარტის თვეში დასახარჯია დაახლოებით 750 მილიონი ლარი. პირველ 10 დღეში დაიხარჯა მხოლოდ 82 მილიონი. მთავრობამ შეწყვიტა ზედმეტზე ზედმეტი დეფიციტური ხარჯვა. ლარიც გამყარდა. დანარჩენი კომენტარები ლარის გამყარების შესახებ ზღაპარია.

ათიოდე დღის წინ დაახლოებით ერთ მილიარდ საბიუჯეტო ხარჯში 264 მილიონი ნაშთებიდან აღებული ფული იყო. ლარის გაუფასურება 2,39-იდან 2,5-მდე მთლიანად მთავრობის ბრალია. ექსპორტი კი შემცირდა ამ პერიოდში, მაგრამ იმპორტის მოცულობა კიდევ უფრო მეტად შემცირდა და სავალუტო დისბალანსი არ დარღვეულა.

ამჟამად სეზონური ფაქტორიც ლარის მხარეზეა. დათბა და ნაკლები ფული გავა გაზისა და სხვა საქონლის შესაძენად. წონასწორობის დამყარებაც შესაძლებელია, თუ მთავრობამ არ დაარღვია. არა და მთელი ხარჯები წინაა.

სადაა შეპირებული 500 მილიონიანი სეკვესტრი?

არ ეთმობათ რბილი ავეჯი:) -წერს გოცირიძე.

ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზებზე საუბრობს ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია “პოლიტკომერსანტთან” საუბარში.

„ლარი გამყარდა იმ ფონზე, როცა ინვესტიციები არ გაზრდილა და ის უკვე 2.44 -მდე ჩამოვიდა. არც ერთი მონაცემი და არც ერთი კომპონენტი არ გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ეროვნული ვალუტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ალბათ, მოხმარება შემცირდა და შესაბამისად დოლარზე მოთხოვნამაც იკლო. ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა შემცირდა, ეს არის ლარის ასეთი უეცარი გამყარების ერთდერთი ახსნა. ან არის მეორე ვარიანტი – მთავრობისგან უხეში,ზეპირი ჩარევა, რომ ამ ეტაპზე არ შეიძინოთ დოლარი. თუ მოთხოვნა შემცირდება და თუ ჩვენი სამომხმარებლო კალათი გაღარიბდება, ამ სიტუაციამ შეიძლება რამდენიმე კვარტალი გასტანოს და შესაბამისად, ასეთი კურსი რაღაც პერიოდი შენარჩუნდება. განმარტავს ჯგერენაია. არჩვნებამდე ეროვნული ვალუტა იქნება ასე, იცურავებს ისე როგორც არის დღეს. მყარი მოძარობა არც მარცხნივ მოხდება, არც მარჯვნივ. ქვეყანაში აბსოლუტურად ყველაფერი საარჩევნო პროპაგანდის სახეს ღებულობს – კანონპროექტები, ცვლილებები, დაპირებები და შეხვედრები. დღეს, პროპაგანდა დიდ როლს თამაშობს ლარის ცხოვრებაში. არჩევნებამდე ალბათ ასე იქნება და შემდეგ ცხოვრება გვაჩვენებს. არის პროგნოზები, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ლარის გამყარებაზე გავლენას იქონიებს. არა მგონია ტურისტულმა სეზონმა დიდი როლი ითამაშოს, ამის უფრო დიდი შანსი ზამთარშია, რადგან ამ დროს საქართველოში სამთო კურორტებზე უფრო მეტი უცხოელი შემოდის. ზაფხულის კურორტები კი, ჩვენთვის დიდი ფულის მომტანი არა არის” – აცხადებს ჯგერენაია.

იტვირთბა....