ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობაში ღამე გაათენეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას განაახლებენ. მათი მოთხოვნა უცვლელად რჩება: მოხსნას კანდიდატურა ერთადერთმა კანცლერობის პრედენტენტმა გიორგი გაფრინდაშვილმა. დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში „ოდეერის“ ინსტიტუტის არსებობის შესახებ, მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება, შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან და მოხდეს თვითმმართველობის ფუნქციის, ასევე ადმინისტრაციის უფლებების მინიმალიზაცია.

IMG_7721

 

სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის ფოიეში გაათენა. როგორც ისინი აცხადებენ,  ბრძოლას ბოლომდე მიჰყვებიან და არ დანებდებიან. მათივე ინფორმაციით, დღევანდელ საპროტესტო აქციას სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდებიან.

დღეს გავრცელდა ფოტოები, სადაც სტუდენტს უჭირავს ტრანს

ფარეტი შემდეგი შინაარსის წარწერით: ანაზღაურდეს დაცვის სამსახურის 10 მარტის ზეგანაკვეთური შრომა.

IMG_7665

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, სენატის სხდომა ჩაიშალა. მიზეზი კი უნივერსიტეტის ერთი ჯგუფის აქციეა გახდა, სენატის წევრები ამბობდნენ, რომ მათი ხმაური ხელს უშლიდა სხდომის ჩატარებას.

იტვირთბა....