ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთავარ არხს” აღარ ვუხელმძღვანელებ, მისი ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია იქნება” – ნიკა გვარამია

“მთავარ არხს” აღარ ვუხელმძღვანელებ, მისი ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია იქნება” – ამის შესახებ განცხადება ნიკა გვარამიამ ამ წუთებში გააკეთა.

“მე უნდა მივიდე მთავარ არხზე ყველა შემთხვევაში. ჩემთვის, ჩემი ოჯახის შემდეგ ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელმაც იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე მე ვიმსახურებ. თავისი ქვეყნისთვის, რომ გააკეთა ამაში ორი აზრი არ არის. ეს მათი იდეაა, რომელსაც ემსახურებიან დიდი ხანია. მთავარი რასაც, მე გავაკეთებ იქნება, იმ სირთულეებიდან გამოყვანა, რომელშიც იგი იმყოფება. მე არ ვაპირებ, რომ „მთავარ არხს“ ვუხელმძღვანელო, მე ვიქნები მისი დამფუძნებელი“, – თქვა ნიკა გვარამიამ.

იტვირთბა....