ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მას ეს ჩემთვის არ გაუკეთებია, მან გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის და ეს ღირსებას მატებს – გვარამია სალომე ზურაბიშვილზე

მას ეს ჩემთვის არ გაუკეთებია,ან გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის და ეს ღირსებას მატებს – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილზე
საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

გვარამია პრეზიდენტს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ წუხს იმაზე, რაც მასზე თქვა.

“პირველი შთაბეჭდილება – გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი გათავისუფლებას. არ ვიყავი ამისთვის მზად. ველოდებოდი პრინციპში, თებერვალ-მარტში , როდესაც მიწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება, არც მაშინ ველოდი დიდად რომ გამიშვებდნენ, მაგრამ მაინც, რაღაცას წავიაქტიურებდი მაინც თუ არ გამიშვებდნენ, მაგრამ მანამდე არაფერს ველოდი.

მინდა გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის და ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად.

არ ვაპირებ გაჯიუტებული ვიყო ჩემ შეცდომაში, გულწრფელად გეტყვით, რომ ის ვიდეოები, რომელსაც დიდი ეჭვი მაქვს, ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში, საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა, ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი.

არც ის უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც პრეზიდენტი და მან უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. არ ვთვლიდი და არ ვთვლი რომ შეწყალება უნდა მეთხოვა, მე უდანაშაულო მგონია თავი და ამას აუცილებლად დავამტკიცებ” – თქვა ნიკა გვარამიამ ციხის დატოვების შემდეგ.

იტვირთბა....