ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი ასპარეზზე გამოდის: შესაძლოა, ის გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნოს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა, გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნოს, – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. თანაშემწის თანამდებობა დღემდე ნათია ომაძეს უკავია, თუმცა ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, საკრებულოს თავმჯდომარე ხელს დღეს მოაწერს.   ასევე, იგეგმება მეორე თანაშემწის დათხოვნაც. არსებული ინფორმაციით, მის ნაცვლად “ქართული პარტიის” გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ერგემლიძე დაინიშნება.

იტვირთბა....