ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება არც ევროკავშირშია მიღებული და არც პრეზიდენტის დამოუკიდებელი სურვილი მოვისმინეთ დღეს“ – დიმიტრი ხუნდაძე

“ხალხის ძალის“ ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება და წერს:

“ქვეყანას წაუკითხავად აპროტესტებინებენ კანონს და განმარტებების გარეშე ათავისუფლებინებენ პატიმრებს. სწორედ ეს არის “ცალ ფეხზე დგომა”❗
🔺️პრეზიდენტი ისე იწყალებს პატიმარს, განმარტებებს არ აკეთებს, რადგან სათქმელს ვერ ამბობს. თუმცა, მისი განმარტებები არც არის საჭირო. ცხადია, ქვეყანას წაუკითხავად აპროტესტებინებენ კანონს და განმარტებების გარეშე ათავისუფლებინებენ პატიმრებს. სწორედ ეს არის “ცალ ფეხზე დგომა”.
🔺️პრეზიდენტის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების დროც ამაზე მეტყველებს, რადგან ის, დასავლეთში ევროკომისრის გაკეთებულ განცხადებას დაემთხვა, რომლის რიტორიკაც უჩვეულიდ იყო შეცვლილი.
🔺️როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება არც ევროკავშირშია მიღებული და არც პრეზიდენტის დამოუკიდებელი სურვილი მოვისმინეთ დღეს. თუმცა, ყველაფერ ცუდს თავისი კარგი მხარეც აქვს.“

იტვირთბა....