ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სავარაუდოდ, “ოცნების” პარტაქტივმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან ევროკავშირის დროშა დაწვა

ამ წუთებში ორბელიანების სასახლესთან ოცნების აქტივისტები გვარამიას შეწყალებას აპროტესტებენ -იქ შეკრებილები პრეზიდენტის იმპიჩმენტით იმუქრებიან.

ისინი ზურაბიშვილს შეურაცხმყოფელ სიტყვებს რუპორით ეძახიან და ემუქრებიან – “მალე გაგაბუნძულებს საქართველოდან ქართველი ხალხო, ნაგავო შენ” – ისმის ვიდეოში.

“ამ დროშის გამო, დასავლეთზე გაცვალა ჩვენი სამშობლო და ევროპის გამო გაცვალა ჩვენი სამშობლო ნაცებში, ლეშიჭამიებში. ეს გაგრძელდება, გამოეთრიე სამშობლოს მოღალატე გარეთ”- ისმის მიმართვაში

ათონელის რეზიდენციასთან მათ ევროკავშირის დროშა დაწვეს.

იტვირთბა....