ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

“როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ დამიჭირა მხარი და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.

მე, პირველ რიგში, მინდა დავიწყო მადლობით. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს მიუხედავად იმისა, დამიჭირა რომელიმე მათგანმა მხარი თუ თავი შეიკავა, 7 წევრიდან 5-მა მხარი დამიჭირა და 2-მა თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება, გვაერთიანებს საერთო მიზანი, ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და ჩვენი გუნდი, კვლავინდებურად, გააგრძელებს ერთობლივად მუშაობას ეროვნულ ბანკში ამ მიმართულებით.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის, რომ საბჭომ დამიჭირა მხარი, რომ მე შევასრულებ ამ მოვალეობას და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში, კანონის თანახმად, ასევე ვუხელმძღვანელებ ამ ინსტიტუციას, – განაცხადა თურნავამ.

იტვირთბა....