ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელვაჩაურის მერმა პოლიციის უფროსად ნათლულის მამა დანიშნა

ხელვაჩურის მერმა, ზაზა დიასამიძემ, პოლიციის უფროსად თავისი ნათლულის მამა დანიშნა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ხელვაჩაურის მერისთვის ეს ნეპოტიზმის პირველი შემთხვევა არ არის და მანამდე მან მერიაში ნათლულის ბაბუა დაასაქმა.

თავად მერი, ნეპოტიზმის შემთხვევებს კატეგორიულად გამორიცხავს. მისი თქმით, ეს ადამიანები პროფესიონალები არიან და თანამდებობებზე ამ ნიშნით მოხვდნენ. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ არცერთ პოზიციაზე კონკურსი არ ჩატარებულა.

იტვირთბა....