ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველაფერზე შეთანხმებულები ვართ და ვფიქრობ, უახლოეს დღეებში პრობლემა უნდა ამოიწუროს” – აზარაშვილი მაღაროელების პროტესტზე

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველაფერზე შეთანხმებულები არიან და უახლოეს დღეებში პრობლემა უნდა ამოიწუროს:

“შრომის უფლებების დაცვა და მედიაცია ჩვენი პასუხისმგებლობაა. შრომის ინსპექციასთან ერთად ჩვენ მედიატორი გვყავს კომპანიასა და დასაქმებულებს შორის. საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, ბოლო დღეებში არის წარმატებული მოლაპარაკებები, მაქსიმალურად დაუახლოვეთ პოზიციები. 14 მოთხოვნა იყო, პრინციპში, ყველაფერზე შეთანხმებულები ვართ და ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში პრობლემა უნდა ამოიწუროს, აღარ უნდა იყოს პროტესტის საფუძველი”, – თქვა აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელები უკვე 16 დღეა გაფიცულები არიან. მათი ნაწილი კი უკვე 10 დღეა, შიმშილობს.

იტვირთბა....