„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე Edison Research-ის გუშინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
„არ ვაპირებ ამ კვლევებზე კომენტარების გაკეთებას. ეს არის, ჩვეულებრივად, კეზერაშვილის სიზმრები, რაც აწყობს მას, რაც აინტერესებს, იმას აწერინებს. სისხლიანი ფულით არის შეკვეთილი ეს კვლევა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ლოგიკურია ის ციფრები, რომლებიც ქვეყნდება ამ კომპანიის მიერ. შესაბამისად, ეს არ არის საინტერესო“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, კვლევა „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა.
ზემოაღნიშნული კვლევის შედეგებს პარტიული რეიტინგის შესახებ გაეცანით აქ.

