საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 64% მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება არ აკეთებს საკმარისს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

