ახალი ამბები მთავარი ციტატა

მიუღებელია LGBT პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში მიმდინარეობს ბაღებში და სკოლებში, მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება – ირაკლი ღარიბაშვილი

[su_quote] მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, როგორი ასე ვთქვათ ცხოვრების წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმიანობაში არ ვერევით, არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა რომელიც მიმდინარეობს ბაღებში უკვე და სკოლებში, უცხოეთში, მადლობა ღმერთს ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ, ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, იმიტომ რომ დაუშვებელია, მიუღებელია სკოლებში და ბაღებში, ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა.

რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნების ქსელში, “მაკდონალდსში” მიმდინარეობდა ბავშვებში სწორედ ეს პროპაგანდა, ეს არის სრულიად ამორალური და მიუღებელი კამპანია, ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ამიტომაც ჩვენთანაც უნდა მივიღოთ, ასე არ მოხდება. მე ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური, ეს არის ჩემი პასუხი. [/su_quote]

– განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....